კრიშტიანო რონალდუმ მეხუთე ოქროს ბურთი მოიგო

 

კრიშტიანო რონალდუმ მეხუთე ოქროს ბურთი მოიგოპორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო.

ამრიგად რონალდუ მესის დაეწია, რომელზეც ასევე ხუთჯერ აქვს ეს ჯილდო მოპოვებული. რონალდუმ განაცხადა რომ ამ ტიტულს თანაგუნდელების გარეშე ვერ მოიგებდა.

”ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთი აღიარება. ფანტასტიური წელიწადი გამოვიდა და ჩემი თანაგუნდელების წყალობით ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ამან განაპირობა ინდივიდუალური ტიტულებიც”–განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ.

რონალდუმ ისიც დაამატა რომ რეალში ბედნიერია და კარიერის დასრულებას ამ გუნდში აპირებს.