კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს

კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოსმადრიდის რეალის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ბარსელონასთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს. რონალდუს მცირე ტრავმა აწუხებს, რომელიც მან გრემიოსთან მატჩის დროს მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა და რონალდუ სავარაუდოდ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ბარსელონას წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

შეხვედრა 23 დეკემბერს მადრიდში გაიმართება და ამ მატჩში რეალს მხოლოდ მოგება აწყობს, რადგან სამეფო კლუბი სოლიდური სხვაობით ჩამორჩება თავის მთავარ მეტოქეს.