ლეონარდო ბონუჩის უკვე მობეზრდა მილანში ყოფნა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ გუნდის დატოვება სურს.
მილანი წლევანდელ სეზონში ძალიან არასტაბილურად თამაშობს და გუნდი იტალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე იმყოფება.
ბონუჩი მილანში ზაფხულში გადავიდა, მანამდე კი ის საკმაოდ დიდიხნის მანძილზე იუვენტუსის ღირსებას იცავდა.
შესაძლოა ბონუჩიმ იტალიაც დატოვოს და კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, სადაც მისი შეძენა ლონდონის ჩელსის სურს.
ანტონიო კონტემ არაერთხელ გამოთქვა იმის სურვილი რომ ბონუჩი თავის გუნდში ეხილა.

