ლუცენკო მიდის – უკრაინის გენპროკურორი თანამდებობას ტოვებს?

ლუცენკო მიდის - უკრაინის გენპროკურორი თანამდებობას ტოვებს?ლუცენკოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატბის მხრიდან, ლუცენკოს, ანტიკორუფციული ბიუროს დისკრედიტაციაში დადანაშაულების ფაქტსაც უკავშირდება.
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო თანამდებობას ტოვებს. Front News International-ის წყაროს ინფორმაციით, ლუცენკომ ამის შესახებ პეტრო პოროშენკოსაც შეატყობინა.წყაროს ინფორმაციით, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მან პრეზიდენტს პირობა მისცა, რომ უკრაინის გენერალური პოსტის თანამდებობაზე მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩება.

არსებული ინფრომაციით, ლუცენკოს გადაწყვეტილების მიზეზი უკავშირდება არა მხოლოდ ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, არამედ იმ ფაქტსაც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუცენკო უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

დღესვე გამოცემა ,,ictv.ua“ -სთან ინტერვიუში იური ლუცენკო 2018 წელს საკუთარ გეგმებზე საუბრისას აცხადებდა, რომ ის მომავალი წლის გაზაფხულზე დასვენებას აპირებს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მასობრივი შეტევა მიმდინარეობს პროკურატურაზე და პირადად მის წანააღმდეგაც – ,,მათ სურთ დაამტკიცონ, რომ პროკურომა უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური და მათ შორის გეოპოლიტიკური რეალობები. მე კი ვრჩები აქ, რომ დავამტკიცო საპირისპირო – პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი კანონის აღსრულებისას. როდის დასრულდება ეს ყველაფერი? – ვიმედოვნებ, 2018 წლის გაზფხულზე შევძლებ დავისვენო” – ამბობს ლუცენკო.