“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში პარტიის ფუნქციონირების შეწყვეტასთანდაკავშირებით აღნიშნავს, რომ უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქცია იქმნება.
– უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქცია იქმნება, ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე ახალი გადახალისებული შემადგენლობით წარვდგებით. კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისთვის ვფიქრობთ, რომ იქნება ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი- კარგი მენეჯმენტი.
მართალია, რომ ერთი დიდი 86 კაციანი და პატარა 6 კაციანი ფრაქციები საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა იქნება ერთი მთავარი ფრაქცია “ქართული ოცნება” და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია.
ფრაქციებს შორის დეპუტატების ამ ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორი პირადად მე გახლდით, იმის გათვალისწინებით, რომ 86 კაციანი ერთი ფრაქცია და რამდენიმე 6 კაციანი ფრაქცია მენეჯმენტის საუკეთესო წყარო არ შეიძლება იყოს,- განაცხადა მდინარაძემ.
ნიუპოსტი

