ლიონელ მესიმ ვილიარეალთან შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო და მისთვის ეს 525-ე გოლია ბარსელონას შემადგენლობაში.
მესიმ პირველი გოლი 2005 წელს გაიტანა და მას შემდეგ ის ყველა სეზონში ძალიან შედეგიანია და უკვე 500 გოლსაც გადაცდა.
ერთ გუნდში გატანილი გოლების ყველა დროის რეკორდი პელეს ეკუთვნის, რომელმაც სანტოსის შემადგენლობაში 643 გოლი გაიტანა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მესი ჯერ მხოლოდ 30 წლის არის, მას კარგი შანსი აქვს პელეს რეკორდი დაამხოს.

