ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რადას შენობისკენ დაიძრა. მასთან ერთად, მისი რამდენიმე ათასი მხარდამჭერი იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივი მედიაწერს.
სააკაშვილი, რადასთან, სადაც სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.
“გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული და ამ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევ. არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას არც უკრაინაში და არც საქართველოში,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მანამდე მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდანდაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კურჩენკო.
დღეს საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, რომ კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურისგან ინფორმაცია არ მიუღიათ.
იმედინიუსი

