მოსკოვში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა და 2 კაცი მოკლა

მოსკოვში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა და 2 კაცი მოკლამოსკოვში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ავტობუსის შევარდნის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ტასს“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ აცნობა.
„სხოდნენსკაიას ქუჩის 37 ნომერში ავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე შევარდა“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.

ინტერპრესნიუსი