პსჟ-ს სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა რომ ის რეალში გადასვლას არ აპირებს და მას ბარსელონა კვლავინდებურად უყვარს. ნეიმარის თქმით ის პარიზში ბედნიერია და გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებას აპირებს.
”რეალში გადასვლა არ მსურს, რადგან ბარსელონას პატივს ვცემ და ჩემს ახალ გუნდში ბედნიერი ვარ. პსჟ თავის ძალას კიდევ არაერთხელ აჩვენებს და მე მაქსიმალურად დავეხმარები მათ ამის გაკეთებაში. პარიზში ბედნიერი ვარ”–განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ რომ ზაფხულში პსჟ-მ ნეიმარის ტრანსფერში 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

