პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა თავის თანაგუნდელზე კილიან მბაპეზე ისაუბრა და თქვა რომ მბაპეს აქვს პოტენციალი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ნეიმარის თქმით მბაპეს გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა.
”მბაპეს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. მას ამისთვის ყველა თვისება აქვს და თუ ის გააგრძელებს თავის თავზე მუშაობას, ეს ასეც მოხდება. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ვის გვერდითაც ოდესმე მითამაშია”–განაცხადა ნეიმარმა.
მბაპეს ტრანსფრში პსჟ-მ 180 მილიონი ევრო გადაიხადა.

