ნეთანიაჰუ – ”გაერო ტყუილების სახლია”

ნეთანიაჰუ - ”გაერო ტყუილების სახლია”ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გაერო „ტყუილების სახლია“. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასე გამოეხმაურა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს დღეს უყრიან.
– ისრაელის სახელმწიფო კენჭისყრას არ აღიარებს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ქვეყნების საელჩოები, პირველ რიგში აშშ-ს საელჩო, იერუსალიმში გადმოვა, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელისადმი დამოკიდებულება გაერო-ს კედლების გარეთ ბევრ ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე იცვლება.
– ეს ცვლილებები საბოლოოდ გაერო-ს, ამ ტყუილების სახლის შენობის კედლებშიც შეაღწევს, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი დარჩება მიუხედავად იმისა, აღიარებს ამას გაერო თუ არა.