ნიკა გვარამია – “ოცნება” თანახმა იყო სააკაშვილის საქართველოში მიღებაზე, თუ უკრაინის ხელისუფლება გია ყარამანიშვილს “რუსთავი 2″-ის დათმობას აიძულებდა”

ნიკა გვარამია - "ოცნება" თანახმა იყო სააკაშვილის საქართველოში მიღებაზე, თუ უკრაინის ხელისუფლება გია ყარამანიშვილს "რუსთავი 2"-ის დათმობას აიძულებდა"“რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების გარიგებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მან ეს ინფორმაცია ხელისუფლებასთან დააახლოებული წყაროდან მიიღო.

– “ქართულ ოცნებას ეს არ უნდოდა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია “გადაღუნა” და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოხდებოდა მიხეილ სააკაშვილის არა ექსტრადიცია, არამედ დეპორტაცია, მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა არა ექსტრადირებულ,ი არამედ დეპორტირებული. ექსტრადირება ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია და მასზე ძალიან მაღალია საერთაშორისო კონტროლი, განსხვავებით დეპორტირებისგან, მას ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენდით ქართულ იზოლატორში. როგორც მუხთარლი აღმოაჩინეს აზერბაიჯანის იზოლატორში, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ამის სანაცვლოდ უკრაინის ხელისუფლებას “რუსთავი 2”-ის მფლობელებთან პრობლემები უნდა მოეგვარებინა.

– გია ყარამანიშვილი არის უკრაინის იურისდიქციის ქვეშ და მათ პირდაპირ მოთხოვეს უკრაინის ხელისუფლებას, რომ სააკაშვილს ისინი გაცვლიან გია ყარამანიშვილზე ზეწოლაში, “რუსთავი 2”-ის დასათმობად, – აცხადებს გვარამია და აღნიშნავს, რომ მას არ ჰგონია, რომ გია ყარამანიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს.

ნიუპოსტი