დღეს მოსკოვში, ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დალაგდნენ:
A ჯგუფი: რუსეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ურუგვაი;
B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, მაროკო, ირანი;
C ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, პერუ, დანია;
D ჯგუფი: არგენტინა, ისლანდია, ხორვატია, ნიგერია;
E ჯგუფი: ბრაზილია, შვეიცარია, კოსტა რიკა, სერბეთი;
F ჯგუფი: გერმანია, მექსიკა, შვედეთი, სამხრეთი კორეა;
G ჯგუფი: ბელგია, ტუნისი, ინგლისი, პანამა;
H ჯგუფი: პოლონეთი, სენეგალი, კოლუმბია, იაპონია.
მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. მუნდიალის პირველი მატჩი რუსეთ-საუდის არაბეთი იქნება.

