ქართული მეგა-შოუს „ახალი ხმის“ მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაცია სახელდება. „ნიუპოსტს“ გარდაცვალების ფაქტს მეცხვარიშვილის მეგობრები უდასტურებენ.
როგორც “ნიუპოსტის” გახდა ცნობილი, თორნიკეს მეგობარი ურეკავდა, როდესაც მან არ უპასუხა შინ მიაკითხა, სახლში შესულმა მეცხვარიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა, ადგილზე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
თორნიკე მეცხვარიშვილი 2012 წელს მეგა-შოუ „ახალი ხმის“ მონაწილე იყო. იგი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობდა.