მადრიდის რეალი კვლავინდებურად მეკარის ძიებაშია და ამჯერად მადრიდელებმა თვალი ლონდონის ტოტენჰემის მეკარეს უგო ლიორისს დაადგეს. ლიორისი საფრანგეთის ნაკრების პირველი მეკარეა და ის გამოირჩევა სტაბილურად კარგი თამაშით, ხოლო შეცდომებს კი იშვიათად უშვებს.
რეალს მანჩესტერ იუნაიტედის გოლკიპერის დავიდ დე ხეას შეძენა სურდა, მაგრამ მანჩესტერი მის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. შესაბამისად სამეფო კლუბი უკვე სხვა კანდიდატურებს განიხილავს და ლიორისი მათგან ერთ-ერთი მთავარია.

