რომან გოცირიძე: „ბოლო სამ დღეში ხელისუფლებამ 390 მილიონი ლარი დახარჯა, ეს ლარზე მოქმედებს“

რომან გოცირიძე: „ბოლო სამ დღეში ხელისუფლებამ 390 მილიონი ლარი დახარჯა, ეს ლარზე მოქმედებს“ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბოლო სამ დღეში ხელისუფლებამ 390 მილიონი ლარი დახარჯა.

ოპოზიციონერის შეფასებით, ბიუჯეტის ხარჯები ლარზე მოქმედებს.

– 390 მილიონი ლარია დახარჯული ბიუჯეტიდან ბოლო სამ დღეში (როცა შემოსავალი მხოლოდ 227 მილიონი ლარია).

დასახარჯი კიდევ ბევრია! ნახევარი მილიარდი ლარი დარჩენილ სამ დღეში.

ექვს დღეში მიაყარეს მთელი თვის ნორმა.

მთავრობიდან და ეროვნული ბანკიდან ვინც მოგატყუებთ, რომ ბიუჯეტის ხარჯები ლარზე არ მოქმედებსო და ამით ღირსებას შეგილახავთ, უკვე იცით, როგორ უნდა უპასუხოთ…

არა, არა, მასე არა, რაც გაიფიქრეთ. ზრდილობაც ხომ კარგი საქონელია?

უნდა უპასუხოთ-მოქმედებს, მოქმედებს, ვის ატყუებ შე გაუფასურებულოთქო – წერს გოცირიძე.