“Юра – продажная шкура” – სააკაშვილის მომხრეები გენპროკურატურასთან ლუცენკოს გადაყენებას ითხოვენ

"Юра – продажная шкура" - სააკაშვილის მომხრეები გენპროკურატურასთან ლუცენკოს გადაყენებას ითხოვენ“იმპიჩმენტის მარშის” მონაწილეებმა კიევში, გენერალური პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს და იური ლუცენკოს გადადგომას ითხოვენ.

მომიტინგეები მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვენ და სკანდირებენ – “Юра – продажная шкура”, “Ганьба”, “Михаилу – свободу”.

აქციის მონაწილეებს სიტყვით ლუცენკოს ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ მიმართეს.

პროკურატურის შენობას 100-მდე სამართალდამცველი იცავს.

ნიუპოსტი