საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი, სააკაშვილი კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„კიდევ ერთი პატარა ტაქტიკური გამარჯვება. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით, საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს ჩემთვის „დაცვით მოსარგებლე პირის“ სტატუსი უნდა გაუქმებინა, რათა ახალ წლამდე ჩემი ექსტრადირება მოესწროთ. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებაზე უარი განაცხადა და სხდომა მინიმუმ 3 იანვრამდე გადადო. შესაბამისად, ახალ წელს ნამდვილად კიევში შევხვდები“ – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის არსებითი განხილვა 2018 წლის 3 იანვარს გაიმართება
ნიუპოსტი

