უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის პარლამენტის შენობასთან იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადგილზე შეკრებილ მრავალათასიან მხარდამჭერებს უკრაინულ ენაზე მიმართავს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დროით 16:00 საათზე პარლამენტში გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უნდა გამოვიდეს.
ნიუპოსტი

