”სააკაშვილის დაკავებამ შედეგი გამოიღო – მაიდანი სავსეა ხალხით”

”სააკაშვილის დაკავებამ შედეგი გამოიღო - მაიდანი სავსეა ხალხით”უკრაინული ტელეარხის ATR-ს გენერალური დირექტორის მოადგილე აიდერ მურჯაბაევი აცხადებს, რომ დღეს კიევში დამოუკიდებლობის მაიდანზე 2014 წლის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იმართება.

“ვის როგორც უნდა ისე გაიგოს – ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. მაიდანი სავსეა. სააკაშვილის დაპატიმრებამ სასახელო შედეგი გამოიღო. სცენარისტი პოროშენკო კმაყოფილი უნდა იყოს. ყველაფერი ისე მიდის როგორც ნოტებზეა დაწერილი. ახლა ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ ეს რეალურად ყველაზე ფართომასშტაბიანი აქციაა, რომელიც ევრომაიდანის შემდეგ გამართულა. რა თქმა უნდა, ვიღაც იტყვის, რომ ათიათასობით ხალხი, რომელიც ამ სუსხიან დღეს იქ შეიკრიბა, ფულითაა მოყვანილი ან “სააკაშვილის სექტის წევრები არიან”, მაგრამ ეს ძალიან სულელური ფრაზები იქნება,” – წერს ჟურნალისტი.

მას მიაჩნია, რომ პოროშენკოს ერთადერთი გზა აქვს, რომ რევოლუციური პროცესები შეაჩეროს – მისცეს განკარგულება ლუცენკოს, რომ სააკაშვილი ქვეყნის დატოვების აკრძალვით გამოუშვას, ან საერთოდ დაკითხვებზე სიარულის აუცილებლობის პირობა ჩამოართვას.

“არანაირი რისკი არსებობს, რომ სააკაშვილმა უკრაინა დატოვოს, მითუმეტეს დღევანდელი დღის შემდეგ, მისი ყოფილი მეგობრისდა საუბედუროდ,” – წერს მურჯაბაევი.

ის ასევე ურჩევს პრეზიდენტს, რომ პარლამენტში შემრიგებლური სიტყვით გამოვიდეს, აღიაროს კორუფცია და ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს დაუჭიროს მხარი, ეს თუ შეაჩერებს პროცესებს, თორემ სხვა გზა არ აქვს.

ნიუპოსტი