სააკაშვილის მომხრეები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ

სააკაშვილის მომხრეები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენკიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ, გაარღვიონ სპეცრაზმის ალყა. სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უცნობია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს.
საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.

ინტერპრესნიუსი