საფრანგეთში მატარებელმა სასკოლო ავტობუსი შუაში გადაჭრა – დაიღუპა 4 ბავშვი

საფრანგეთში მატარებელმა სასკოლო ავტობუსი შუაში გადაჭრა - დაიღუპა 4 ბავშვისაფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის ბავშვები არიან.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მოზარდის ცხედრის იდენტიფიკაცია და 10-ზე მეტი დაშავებული მოსწავლის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება.
უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის ავტობუსი რელსებზე გადადიოდა. მატარებლის შეჯახების შედეგად, ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. გამოძიება ქუჩაში დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებულ კადრებს სწავლობს.
დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა პრემიერმა ედუარდო ფილიპემ.
– ვწუხვარ მომხდარის გამო და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. დიდი ტრაგედია მოხდა. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ ბავშვების გადასარჩენად. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერპრესნიუსი