შეტაკებები ისრაელში – დაიჭრა 50 პალესტინელი, სკოლებში სწავლა შეწყდა

შეტაკებები ისრაელში - დაიჭრა 50 პალესტინელი, სკოლებში სწავლა შეწყდამსოფლიო მედიის ცნობით, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად 50 პალესტინელი დაშავდა.

“წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის” ცნობით, რამდენიმე ათეულ მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება.

მედიის ინფორმაციით შეტაკებები იერუსალიმში, რამალახში, ქებრონსა და ბეთლემში მიმდინარეობს.

ამავდროულად, ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის გამო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ნიუპოსტი