შეტაკებები ისრაელში გრძელდება – 217 პალესტინელია დაშავებული

შეტაკებები ისრაელში გრძელდება - 217 პალესტინელია დაშავებულიდასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად 217 პალესტინელია დაშავებული. ამის შესახებ ტელეარხი Al Jazeera იუწყება.
ისრაელის პოლიციამ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები წვავენ ისრაელის დროშებს და სკანდირებენ „ომი ახლოვდება“, „მოვკვდეთ წამებულებად – ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს“.
გუშინ, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდა. მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ აპირებს.

ინტერპრესნიუსი