შკირიაკმა სააკაშვილს კარლსონი უწოდა – მას ან შინაპატიმრობა შეეფარდება ან სამაჯურს შეაბამენ

შკირიაკმა სააკაშვილს კარლსონი უწოდა - მას ან შინაპატიმრობა შეეფარდება ან სამაჯურს შეაბამენრამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2 ესაუბრა შს მინისტრ ავაკოვის მრჩეველ ზორან შკირიაკს.

– სამწუხაროდ, სახეზეა სააკაშვილის ტოტალური დეგრადაცია. ის დაკავებულია გენპროკურატურის სანქციით. მას ბრალად ედება ორგანიზებული დანაშაულის მხარდაჭერა, – განაცხადა შკირიაკმა.

მისი თქმით, სააკაშვილი დააკავეს კიევის ერთ-ერთ უბანში. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ახლა ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

– დაკავების დეტალების შესახებ ვიტყვით მაშინ თუ გამომძიებელი ამის ნებას მოგვცემს. პოლიციის მაღალჩინოსნის ბინაში ის არ დაუკავებიათ, – დააზუსტა მრჩეველმა.

მან ისაუბრა იმაზე, რომ სააკაშვილი აქამდე იმიტომ არ დაჭირეს, რომ აქ რთული ვითარება, რის დაძაბვასაც ცდილობენ სააკაშვილი და მისი კრემლის მფარველები. – გავაკეთეთ ყველაფერი, რომ სააკაშვილი მშვიდად სისხლის გარეშე დაგვეკავებინა, – განაცხადა შკირიაკმა.

მისი აზრით, სააკაშვილს შეეფარდება შინაპატიმრობა ან სამაჯურით დაკავება.