მერაბ ამზოევი, რომელიც მაყურებელმა პროექტ „იქს ფაქტორიდან“ გაიცნო, მალე მამა გახდება. ის და მისი მეუღლე, სოფია ქავთარაძე ბიჭს ელოდებიან.
ამის შესახებ წყვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
სოფიას თქმით, ბავშვის გაჩენას ჯერ არ აპირებდა და ეს ეჭვიანობამ გადააწყვეტინა.
– შვილის გაჩენას კიდევ ერთი წელი არ ვაპირებდი, მაგრამ „იქს ფაქტორის“ შემდეგ გოგონები ჩემი ქმრის მიმართ ისე გააქტიურდნენ, ისე დაესიენ, რომ ვიეჭვიანე და ვთქვი, მერაბს შვილი უნდა გავუჩინო-მეთქი. ზოგს ჩვენი დაშორება მოუნდა.
მერაბის სიყვარულში ეჭვი არასოდეს შმპარვია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვი ოჯახს ამყარებს, – ამბობს სოფია.
ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა შეგიძლიათ სარკის მიმდინარე ნომერში