სოფო ნიჟარაძე – ”რუსა მორჩილაძე განმერიდა, რომ პრობლემები არ შექმნოდა”

სოფო ნიჟარაძე - ”რუსა მორჩილაძე განმერიდა, რომ პრობლემები არ შექმნოდა”ტელეკომპანია ”იბერიაში” სტუმრობისას სოფო ნიჟარაძემ კითხვაზე, რატომ გაქრა მთავარი სცენიდან მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ასე უპასუხა:

– ხელისუფლებას ჰქონდა დამოკიდებულება, რომ დისტანცია დაეკავებინა იმ ადამიანებთან, ვინც რაღაცნაირად, მათი აზრით, უკავშირდებოდა წინა ხელისუფლებას. დისტანცირება კი არა, ეს იყო სრული დაბლოკვა. ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას – არა. ძალიან დიდ მომღერლებზე ამბობენ, კარგია, მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებაო. არც ვცდილობ, რომ ყველას მოვწონდე. ასე აღვიქვამდი, რომ ვიყავი დაბლოკილი, მაგრამ არა უშავდა… პირდაპირ ვიტყვი, რუსა მორჩილაძე განმერიდა, როცა კულტურის სამსახურში დაინიშნა, რომ ალბათ, პრობლემები არ შექმნოდა, აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის პრობლემა…

ქრონიკა.გე