სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები იდენტიფიცირებულნი არიან:
„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოფიციალურად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, იგი რუსეთის მოქალაქე შუაიფ ბოზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება, ასევე ოპერატიულად დადგენილია, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტანმადოვი“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

