პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრები “ნიუპოსტთან” ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა თავდაპირველად ახმეტაში იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, ის თელავში შედგა.
ძალოვანებმა უხუცესთა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დაკავებული პირების ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირების შესახებ. სუსი-ს მაღალჩინოსნებმა პანკისელებს პირობა მისცეს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მომავალშიც ჩააყენებენ საქმის კურსში.
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭომ ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით 27 დეკემბერს მიმართა. მოსახლეობა დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს.
უხუცესები ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ობიექტურიგამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებენ.
ადგილობრივებს კითხვები აქვთ თუ რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას.
ნიუპოსტი

