ბარსელონას მეკარემ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა მთავარ მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა და თქვა, რომ ვალვერდეს განსხვავებული ხედვა აქვს.
”მას შემდეგ რაც ვალვერდე ბარსელონაში მოვიდა, გუნდმა ტაქტიკა შეცვალა და ჯერჯერობით ეს კარგ შედეგებს იძლევა. ვალვერდეს ყველასგან განსხვავებული ხედვა აქვს ფეხბურთზე და მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა”–განაცხადა მარკ ანდრე ტერ შტეგენმა.
ტერ შტეგენმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ის კმაყოფილია თავისი მდგომარეობით ბარსელონაში და კიდევ დიდხანს აპირებს ამ გუნდში თამაშს.

