ლონდონის ჩელსის მეკარეს ტიბო კურტუას ჩელსი არ უშვებს და ლონდონურმა კლუბმა ტიბოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, სადაც მას უფრო მაღალი ანაზღაურება ექნება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კურტუას რეალი უკვე კონკრეტული წინადადებით მიმართავს და ბელგიელ მეკარეს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
კურტუას უკვე აქვს ესპანეთში ნათამაშები და თავის დროზე ის მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა და სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ის ჩელსიში. კურტუა პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.

