37 წლის ჩეხმა ფეხბურთელმა ტომაშ როსიცკიმ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ როსიცკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როსიცკი ბოლო 2 წლის მანძილზე პრაღის სპარტას ღირსებას იცავდა, სადაც დაიწყო კიდეც მისი კარიერა.
როსიცკის თქმით მისი სხეული დატვირთვებს ძველებურად ვეღარ უძლებს და ამიტომ ის იძულებულია კარიერა დაასრულოს. ჩეხი ნახევარმცველი თავის დროზე ისეთ გუნდებში თამაშობდა როგორებიც არიან ლონდონის არსენალი და დორტმუნდის ბორუსია.
არსენალში მან 10 წელიწადი გაატარა და გუნდი 2016 წელს დატოვა.

