აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიკლ ფლინის ყალბი ჩვენების შესახებ განაცხადა, რომ “არ არსებობს არანაირი გარიგება” რუსეთთან.
ტრამპის ყოფილი მრჩეველის სკანდალურ აღიარებაზე პირველი კომენტარი პრეზიდენტმა ასოშიეიტედ პრესს მისცა.
1 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ მაიკლ ფლინმა, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე რუს ელჩთან შეხვედრის შესახებ ყალბი ჩვენება მისცა. მომავალ კვირას ის ვაშინგტონის სასამართლოს წინაშე წარდგება. მას “გამიზნულად ნათქვამი თაღლითური განცხადებები” ედება ბრალად.
ABC News-ის ცნობით, ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ “ტრამპის, მისი ოჯახის და თეთრი სახლის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზადაა”.
ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიებაგრძელდება. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.
იმედინიუსი

