ცოტნე გამსახურდია – ”ერთი ან ორი რომ სადისტურად ჩეხავს თქვენს შვილს, დანარჩენები აკავებენ ან უყურებენ, ისინიც დამნაშავეები არ არიან?”

ცოტნე გამსახურდია - ”ერთი ან ორი რომ სადისტურად ჩეხავს თქვენს შვილს, დანარჩენები აკავებენ ან უყურებენ, ისინიც დამნაშავეები არ არიან?”ხორავას ქუჩაძე მომხდარ 16 წლის მოზარდების სასტიკ მკვლელობებს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:

”როგორ ფიქრობთ? ერთი ან ორი რომ სადისტურად ჩეხავს თქვენს შვილს, დანარჩენები აკავებენ ან უყურებენ, და შემდეგ კოლექტიურად ტოვებენ შემთხვევის ადგილს, გარბიან და ტოვებენ სულთმობრძავებს, დამნაშავეები და თანამონაწილეები არიან თუ არა? ჰო, მერე რომ იძახიან: არაფერი გვინახავს და არაფერი ვიცითო…

უკაცრავად, რომ ასე მძიმედ დავწერე, რათა მთელი სისასტიკით და სიმწარით მომეტანა არსი. რა თქმა უნდა, არავის გისურვებთ კონკრეტულად ასეთ საშინელებას. უბრალოდ, სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი, სადაც არავინ არაფერი იცის, და არავის არაფერი აინტერესებს – უკვე კატასტროფულ მდგომარეობამდე მიდის…”