ცოტნე გამსახურდია – ”შობის აღნიშვნა 7 იანვარს რუსეთის საპატრიარქოსთვის სოლიდარობის ერთერთი ჟესტია”

ცოტნე გამსახურდია - ”შობის აღნიშვნა 7 იანვარს რუსეთის საპატრიარქოსთვის სოლიდარობის ერთერთი ჟესტია”შობის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქზე დაწერა:

”ალბათ არ იცით, რომ 1923 წელს საქართველოს საპატრიარქომ სცადა შობის ახალი სტილით აღნიშნვის შემოღება, თუმცა ხალხის გაუნათლებლობის და საინფორმაციო საშუალებათა არქონის გამო ამ ინიციატივამ გავრცელება ვერ ჰპოვა.

1927 წელს საპატრიარქომ, უწმინდესი ამბროსი ხელაიას (ამბროსი ხელაია, საქართველოს პატრიარქი – 1921-27 წწ.) ხელმძღვანელობით კვლავ სცადა შობის აღნიშნვა 25 დეკემბერს და შესაბამისი განჩინებაც გამოსცა. თუმცა, დიდი შედეგი არც ამას მოჰყოლია.

როგორც მახსოვს, იყო კიდევ ერთი მცდელობა 1928 წელს, მაგრამ ისიც – არაფრისმომცემი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შობის აღნიშნვა 7 იანვარს რუსეთის საპატრიარქოსთვის სოლიდარობის ერთერთი ჟესტია და მას არც რაციონალური, არც ტრადიციული (როგორც ხედავთ) საფუძველი არა აქვს.”