ბარსელონას ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა და ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე, რადგან ბარსელონას მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე თვლის რომ დემბელემ არ უნდა იჩქაროს მოედანზე დაბრუნება და არ უნდა მიიღოს ამის გამო კიდევ ერთი ტრავმა.
აღსანიშნავია რომ 23 დეკემბერს გაიმართება ელ-კლასიკო, ბარსელონას და რეალის დაპირისპირება და ამ შეხვედრაში დემბელეს სურს მონაწილეობის მიღება.
შესაძლოა დემბელეს სურვილი აუსრულდეს კიდეც, თუ ვალვერდე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

