ვაშინგტონის შტატში მატარებელი რელსებიდან გადავარდა – არიან დაღუპულები

ვაშინგტონის შტატში მატარებელი რელსებიდან გადავარდა - არიან დაღუპულებივაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებელი ხიდზე რელსებიდან გადავარდა. ამის შესახებ NBC News იუწყება.
თვითმხილველების განცხადებით, ავარიის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. სამგზავრო მატარებელი #501, რომელიც სიეტლიდან პორტლენდში მიემგზავრებოდა, ადგილობრივი დროით, 07:30 საათზე რელსებიდან გადავიდა და I-5 მაგისტრალზე გადავარდა, რომელიც ქალაქ დიუპონიდან სამხრეთით მდებარეობს.
ამ დროისთვის აღნიშნულ ტრასაზე მოძრაობა გადაკეტილია.
მატარებელი კომპანია Amtrak-ს ეკუთვნის, რომლის „თვითერის“ გვერდზე დაწერეს, რომ მომხდარის შესახებ საქმის კურსში არიან.

ინტერპრესნიუსი