ჟირინოვსკი – ხელები შორს მიშიკოსგან!

ჟირინოვსკი - ხელები შორს მიშიკოსგან!მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ ისინი ნამდვილი დემოკრატები არიან.

ამის შესახებ „ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება თავის თავს არცხვენს მიხეილ სააკაშვილის დევნით.
– როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა, რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ, – აღნიშნა ჟირინოვსკიმ.
მისი თქმით, როდესაც სააკაშვილი არაკომფორტული გახდა კიევის „დემოკრატებისთვის“, ის მოგონილი მიზეზით გააგდეს, ხოლო როდესაც განაცხადა, რომ პოროშენკოს იმპიჩმენტი სურს, სამარცხვინო აქცია ჩაატარეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს.
– სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა გააჟღერა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან! – დასძინა ჟირინოვსკიმ.

ინტერპრესნიუსი