ჟოზე მოურინიომ მხითარიანი აითვალწუნა

ჟოზე მოურინიომ მხითარიანი აითვალწუნამანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი არ იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს და სწორედ ამ მიზეზის გამო ის არ გამოდის მოედანზე.

მოურინიოს აზრით მხითარიანმა გაცილებით მეტი უნდა იმუშავოს იმისთვის რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმსახუროს.

”მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მხითარიანი არ მუშაობს ისე რომ მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება განიხილებოდეს. თუ ეს ყველაფერი შეიცვლება, მაშინ მას მოედანზე ვიხილავთ”–განაცხადა ჟოზე მოურინიომ.