16 წლის ამერიკელმა და, მშობლები და ოჯახის მეგობარი მოკლა

16 წლის ამერიკელმა და, მშობლები და ოჯახის მეგობარი მოკლა16 წლის ამერიკელ მოზარდს, ახალი წლის ღამეს დის, მშობლების და ოჯახის მეგობრის მკვლელობაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონგ-ბრანჩში მოხდა. ოფიციოზი ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, რომ ის სკოტ კოლოგია. მომხდარის შესახებ BBC წერს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბიჭი აუტისტი იყო და ამის გამო სკოლაში არ დადიოდა.

გამოძახება პოლიციაში ახალი წლის ღამიით შევიდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ოთხი ცხედარი დახვდა. ირკვევა, რომ დანაშაულის იარაღი ლეგალურად იყო შეძენილი. დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით არ სახელდება.