87 წლის ივან კრასკო 27 წლის მეუღლე ნატალია შეველს ღალატში ადანაშაულებს

87 წლის ივან კრასკო 27 წლის მეუღლე ნატალია შეველს ღალატში ადანაშაულებსრუსეთის სახალხო არტისტ, 87 წლის ივან კრასკოს 27 წლის მეუღლეს ღალატში ადანაშაულებენ.

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 27 წლის მოდელი ნატალია შეველი 87 წლის ქმარს ახალგაზრდა ბიჭთან, ალექსანდრ იაკობთან ღალატობს, სკანდალი გამოიწვია.

უცხოური მედიის ცნობით, ოჯახში შექმნილ პრეცედენტს სატელევიზიო ეთერი დაუთმეს, თუმცა, ოჯახურმა კონფლიქტმა სტუდიაში უთანხმოება და ჩხუბი გამოიწვია.

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭმა აღიარა, რომ ნატალია შეველს ხვდებოდა. ამასთან, ალექსანდრ იაკობი ამბობს, რომ მოდელზე ძალიან არის შეყვარებული და ურთიერთობა მასთან “ჰქონდა და ექნება”.