პენტაგონის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი მაიკლ კარპენტერი რუსული VTB-ბანკის ხელმძღვანელის განცხადებას “Twitter”-ის საშუალებით პასუხობს.
რუსული VTB-ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციები ომის ტოლფასი იქნებოდა.
კარპენტერი კი წერს, რომ მათ ამაზე იქამდე უნდა ეფიქრათ, სანამ საქართველოსა და უკრაინას თავს დაესხმებოდნენ:
“ვწუხვარ მეგობარო, მაგრამ თქვენ ყველას ამაზე იქამდე უნდა გეფიქრათ, ვიდრე თავს დაესხმოდით საქართველოს, უკრაინას და ჩვენს დემოკრატიას“, – წერს კარპენტერი.
ნიუპოსტი

