ამერიკის პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოსთან მომხდარი სროლების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
ტრაგედია ქალაქ მელკროფტში მოხდა.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, მომხდარის შედეგად, დაჭრილია ერთი ადამიანი. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
ინტერპრესნიუსი

