აფეთქება სტოკჰოლმში – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა.
მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. მათ შორის 60 წლის მამაკაცი, რომელმაც მიწაზე დაგდებული საეჭვო ნივთი ხელში აიღო, რა დროსაც ის აუფეთქდა.
ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.
დეტალების გარკვევამდე დაიხურა რამდენიმე მეტროსადგური.

