თითქმის 76-წლიანი პაუზის შემდეგ ათონის მთაზე, გრიგორიუსის ბერძნულ მონასტერში ქართველი მღვდელმონაზონი აკურთეს. imedinews-ის ინფორმაციით, კურთხევის ცერემონია 14 იანვარს, გამთენიისას ჩატარდა. მღვდელმონაზვნად ბერი ილარიონი ( კახა მეგრელიშვილი) ეკურთხა, რომელიც წმინდა მთაზე დაახლოებით 15 წელია მსახურობს.
ათონის მთაზე ბოლო ქართველი მღვდელმონაზონი, სიმონ ბაღდავაძე, 1942 წელს პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

