თბილისში, სპარტაკის შესახვევში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი მამუკა ყირიმელი ამბობს, რომ ცეცხლი დაახლოებით დილის 05:00 საათზე ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა. დამწვარია 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი.
ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი

