დადიანის ქუჩაზე მანქანამ 29 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა

დადიანის ქუჩაზე მანქანამ 29 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თბილლისში დადიანის ქუჩაზე 29 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ,,ნაძალადევის“ მეტროს მიმდებარედ მოხდა.

როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა