აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან მაგნიტუდით 3,9 მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის დროით 07:13 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ასტარინსკის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ კიჟობაში იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გარდა ამისა, მაგნიტუდით 4,7 მიწისძვრა ირანის კერმანშახის პროვინციაში მოხდა. აქაც მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევია.
გასულ კვირას კერმანშახის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 50 ადამიანი დაშავდა.
პირველი

