ბარი და ჰანი შერმანები მოკლეს – რა დაადგინა ექსპერტიზამ

ბარი და ჰანი შერმანები მოკლეს - რა დაადგინა ექსპერტიზამ15 დეკემბერს ტორონტოში მოკლული მილიარდერი წყვილის ბარი და ჰანი შერმანების საქმეში გამოძიებამ ახალ დეტალებს მიაკვლია, რის საფუძველზეც დგინდება, რომ წყვილი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიცია კანადელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის საქმეს ექვს კვირას იძიებდა.

ცოლ-ქმრის გვამები პოლიციამ მათ სახლში 15 დეკემბერს, დილით საცურაო აუზთან იპოვა. პირველი ვერსიით, მათ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, თუმცა გამოძიებამ საქმეში ახალ დეტალებს მიაკვლია.

ცოლ-ქმარს ოთხი შვილი დარჩათ. ჟურნალმა Canadian Business-მა შერმანი კანადის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეთხუთმეტე პოზიციაზე დაასახელა.

ბერი შერმანმა 1974 წელს ფარმაცევტული ფირმა Apotex Inc-ი დააფუძნა. ცოლ-ქმარი დაახლოებით 3,2 მილიარდის ქონებას ფლობდა. კანადური პრესა გარდაცვლილ მილიარდელს გულმოწყალე ფილანტროპად მოიხსენიებს, რომელიც ფულს საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობაზე ხარჯავდა.

იმედინიუსი