ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა რომ პალმეირასის 23 წლის ფეხბურთელი იერი მინა, მალე ბარსელონაში ჩაფრინდება და კატალონიურ გუნდთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მინას ტრანსფერი ბარსელონას უკვე შეთანხმებული ჰქონდა, როდესაც გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარებულია. ცნობილი გახდა რომ ბარსელონა პალმეირასს მინას ტრანსფერში 12 მილიონ ევროს გადაუხდის.
იანვარში ეს ბარსელონას მიერ განხორციელებული მეორე ტრანსფერია. შეგახსენებთ რომ კატალონიურმა გუნდმა ლივერპულიდან ფილიპე კოუტინიო იყიდა, რომელშიც მათ 140 მილიონი ევრო გადაიხადეს.

